Europian Standrats
ევროპული სტანდარტების კვალდაკავ
SPain
Paliashvili str. 39a spain ქ. თბილისი
ზ. ფალიაშვილის 39ა
Call Us
+995 322 40 28 28
დაგვიკავშირდით
+995 322 40 28 28
Spain
+995 322 40 28 28
ნოემბერი 14, 2019

ეკატერინე წაქაძე

ბიოგრაფია

ეკატერინე წაქაძე გახლავთ დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკის ექიმი ედნოკრინოლოგი.მას სამედიცინო განათლება მიღებული აქვს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში ხოლო შემდგომ ერთიანი დიპლომის შემდგომი განათლების აკადემიაში. იგი კვალიფიცირებული ექიმია ენდოკრინოლოგიაში. 

პროფესიული გამოცდილება

  • 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება: დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრი-ექიმი ენდოკრინოლოგი.
  • ვაჟა ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგიამეტაბოლოგიადიეტოლოგიის ცენტრენემდიცი– ექიმი ენდოკრინოლოგი

ნოემბერი 14, 2019

ირაკლი ჯანხოთელი

ბიოგრაფია

ირაკლი ჯანხოთელი გახლავთ  დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკის 29 წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ექიმი  უროლოგი. მას სამედიცინო განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

პროფესიული გამოცდილება

  • სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის –  უროლოგი
  • მაღალ ტექნიკური ქირურგია და ინტერვენციული რადიოლოგია –  კლინიკის ხელმძღვანელი.
  •  სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი – ექიმი უროლოგი.
  • მოზრდილთა პოლიკლინიკა –  ექიმი ქირურგი. 

ნოემბერი 14, 2019

ნატალია ცერცვაძე

ბიოგრაფია

ნატალია ცერცვაძე გახლავთ დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკის  47 წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ექიმი მეან-გინეკოლოგი.მას სამედიცინო განათლება მიღებული აქვს მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტში. იგი გახლავთ მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მფლობელი. ჯანდაცვის სამინისტროს საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მიენიჭა ექიმ გინეკოლოგის უმაღლესი სტატუსი.

პროფესიული გამოცდილება

  • მოსკოვის 26-ე სამშობიარო სახლი – მეან-გინეკოლოგი და გინეკოლოგიური გამყოფილების გამგე
  • გლდანის რაიონის ქალთა კონსულტაციის გაერთიანების- მთავარი ექიმი. 

ნოემბერი 14, 2019

გურანდა ფხაკაძე

ბიოგრაფია

დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკის ექიმი მეან-გინეკოლოგი, მას სამედიცინო განათლება მიღებული აქვს რუსეთში ქ.სტავროპოლის და ქ.მოსკოვის სახელმწიფო სამედიცინო  აკადემიაში. იგი გახლავთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ლიცენზირებული ექიმი მეან-გინეკოლოგი.  გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმითა და საუკეთესო რეპუტაციით, მისი 20 წლიანი პროფესიული გამოცდილება უამრავ კმაყოფილ პაციენტს ითვლის საქართველოში და მის  საზღვრებს გარეთ.

პროფესიული გამოცდილება

  • ქ.მოსკოვის 72-ე კლინიკური საავადმყოფო(ექიმი-ორდინატორი)
  • შ.პ.ს. ”მე-12 ქალთა კონსულტაცია”(ექიმი მეან-გენეკოლოგი)
  • ვ.ივერიელის სახელობის კლინიკა “ენმედიცი”(ექიმი მეან-გენეკოლოგი)
  • დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკა(ექიმი მეან-გენეკოლოგი)

ასოციაციის წევრობა

  • საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის წევრი.
  • საქართველოს კონტრაცეფციის ასოციაციის საზოგადოების(GSCRH) წევრი.
  • ევროპის კონტრაცეპციისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საზოგადოების (ESCRH) წევრი.

ნოემბერი 1, 2019

დავით აბულაძე

ბიოგრაფია

მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი დავით აბულაძე გახლავთ ზოგადი  და ბარიატრიული ქირურგიის ექსპერტი. პიონერი საქართველოში სიმსუქნისა და მეტაბოლურ დარღვევათა საერთაშორისო ფედერაციის (IFSO) ექსპერტი, თბილისის სამედიცინო აკადემიის ასოცირებული პროფესორი, ხმელთაშუა ზღვისა და ახლო აღმოსავლეთის ენდოსკოპისტ ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ე.წ სიცოცხლის გადამრჩენელი, რომელმაც საფუძვლიანი სპეციალიზაცია გაიარა ბაზისურ ლაპარასკოპიაში ჯორჯიის შტატის ატლანტის სამედიცინო ცენტრში, იტალიაში ქ. მოდენას სანტ-აგოსტინოს ჰოსპიტალში მაღალტექნოლოგიურ ლაპარასკოპიულ ქირურგიაში, ასევე ისრაელში რაბინის სამედიცინო ცენტრის ბელინსონის ჰოსპიტალში, ბარიატრიულ ქირურგიაში ინგლისში ქ. პორტსმუნტში დედოფალ ელისაბედის ჰოსპიტალში. მას ეკუთვნის პირველი საკანდიდატო დისერტაცია საქართველოში ლაპარასკოპიულ ქირურგიაში, არის 87 სამეცნიერო ნაშრომისა და საერთაშორისო სამედიცინო პრესაში დაბეჭდილი 33 სტატიის ავტორი.

       ასევე, თანაავტორი უნიკალური წიგნისა: ლაპაროსკოპიული ქირურგია”, რომელიც პირველად გამოიცა ქართულ ენაზე. დავით აბულაძეს ყოველწლიურად უწევს მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესსა და სიმპოზიუმში მონაწილეობა, რომელთა მსვლელობის დროს, საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, მუდმივად ინოვაციების ძიებასა და ათვისებაშია.  პროფესორი დავით აბულაძე ცნობილია, როგორც მუცლის ღრუს ქირურგიის, ასევე ბარიატრიული ქირურგიის წამყვან სპეციალისტად, მას უკვე ეკუთვნის  6000-ზე მეტი ზოგადი, ხოლო 1200-ზე მეტი წარმატებულად  შესრულებული ბარიატრიული ოპერაცია. 

      მის მიერ საქართველოში პირველად შესრულდა ლაპაროსკოპიული ტოტალურიგასტროსპლენექტომია D2 ლიმფადენექტომიით ( laparoscopi total gastrectomy with en bloc splenectomy ) სრულად ლაპაროსკოპიული პანკრეატოდუოდენალური რეზექცია ( full laparoscopic pancreatoduodenal resection )

 

პროფესიული გამოცდილება

  • 2016 წლიდან დღემდე – მრავალპროფილური კლინიკა ინოვა – ზოგადი და ბარიატრიული ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი;
  • 2016 წლიდან დღემდე – პ. შოთაძის სახ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ასოცირებული პროფესორი;
  • 2014 წლიდან – შ.პ.ს.” დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკის” ხელმძღვანელი;
  • 2012 წლიდან – შ.პ.ს. “მმტ ჰოსპიტალის” კონსულტანტი ქირურგი;
  • 2012 – 2016 წ.წ. – ი.ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • 2007 – 2012 წ.წ. – უშვილობასთან ბრძოლის საქველმოქმედო ფონდის, რამაზ ჩარექიშვილის ენდოსკოპიური ქირურგიული კლინიკის ქირურგი კონსულტანტი;
  • 2007 წლიდან – ქირურგი კონსულტანტი ზოგად ქირურგიაში. დ. ტატიშვილის სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი;
  • 2006 წლიდან – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიის ქირურგიის დეპარტამენტის თორაკალური მიმართულების მოწვეული პედაგოგი;
  • 2002 – 2006 წ.წ. – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის თორაკოაბდომინური ქირურგიის კათედრის ასისტენტი;
  • 2002 – 2006 წ.წ. – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის თორაკოაბდომინური ქირურგიის კათედრის ასისტენტი;
  • 1998 წლიდან – აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახ. თორაკოაბდომინური კლინიკის ლაპაროსკოპიული საოპერაციოს გამგე, ქირურგი;
  • 1996 – 1998 წ.წ. – ქ. თბილისის N1 კლინიკური საავადმყოფოს აბდომინური განყოფილების ქირურგი;
  • 1996წლის იანვარი სექტემბერი – ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრი – უცხოეთის განყოფილების სპეციალისტი;
  • 1992 – 1996 წ.წ. – ქ. თბილისის N1 კლინიკური საავადმყოფოს თორაკალური განყოფილების ქირურგი;

პროფესიული მიმართულებები

ბარიატრიული ქირურგია
100 %
ლაპარასკოპული ქირურგია
100 %
აბდომინალური ქირურგია
100 %
ზოგადი ქირურგია
100 %

ასოციაციების წევრობა

  • საქართველოს ქირურგთა ასოციაციის წევრი;
  • თბილისის მუხაძის სახ. ქირურგიული საზოგადოების წევრი;
  • საქართველოს მცირეინვაზიურ ქირურგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი;
  • ხმელთაშუა ზღვის და ახლო აღმოსავლეთის ენდოსკოპისტ ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი 2013-2015 წ.წ., გამგეობის მუდმივი წევრი;
  • რუსეთის ჰერნიოლოგთა ასოციაციის წევრი;
  • ასოციაციათა გაერთიანების ექსპერტი ზოგად ქირურგიაში;
  • ამიერკავკასიის ექიმთა ლიგამ დააჯილდოვა ნომინაციაში “საუკუნის ექიმი” 

სამედიცინო განათლება

  •  2016 წლიდან დღემდე – პ. შოთაძის სახ. თბილისის სამედიცინო აკადემიის ასოცირებული პროფესორი;
  • 2002 წ. – პ. შოთაძის სახ. თბილისის სამედიცინო აკადემიის სამეცნიერო საბჭოს დადგენილებით მიენიჭა დოცენტის წოდება;
  • 2002 წ. – მედიცინის აკადემიური დოქტორის სამეცნიერო ხარისხი სპეციალობით ქირურგია;
  • 2001წ. – სახელმწიფო სერთიფიკატი სპეციალობაში ქირურგია;
  • 1998 წ. – 3 თვიანი სტაჟირება იტალიაში, ქ. მოდენას სანტ’აგოსტინოს ჰოსპიტალში – მაღალტექნოლოგიურ ლაპაროსკოპიული ქირურგიაში;
  • 1997 წ. – 3 თვიანი სტაჟირება აშშ-ში ატლანტის სამედიცინო ცენტრში – ბაზისურ ლაპაროსკოპიული ქირურგიაში;
  • 1995წ. GIPA – ს პირველი სრული კურსი სახელმწფო მართვაში, მიენიჭა სახელმწიფო მართვის მაგისტრის ხარისხი;
  • 1991-1992 – ინტერნატურა ზოგად ქირურგიაში 1-ლი კლინიკური საავადმყოფოს I ქირურგიული განყოფილების ბაზაზე;
  • 1985-1991 წ.წ. – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;