Europian Standrats
ევროპული სტანდარტების კვალდაკავ
SPain
Paliashvili str. 39a spain ქ. თბილისი
ზ. ფალიაშვილის 39ა
Call Us
+995 322 40 28 28
დაგვიკავშირდით
+995 322 40 28 28
Spain
+995 322 40 28 28

რა არის კოლპოსკოპია და პაპილომავირუსი?

კოლპოსკოპია

კოლპოსკოპია გინეკოლოგიაში ენდოსკოპიური კვლევის არაინვაზიური, უმტკივნეულო და მაღალინფორმატიული მეთოდია.  გინეკოლოგიაში კვლევის ენდოკოპიური მეთოდებია  ასევე ჰისტეროსკოპია და ლაპარასკოპია. კოლპოსკოპია ადგენს საშვილოსნოს ყელის არხის, ყელის გარე ზედაპირის, საშოს თაღების და კედლების. კულვის – სხვადასხვა ტიპის დაზიანების ლოკალიზაციას, ფართობს, ხარისხს და საზღვრებს. 

გერმანელმა მეცნიერმა ჰანს ჰინზელმანმა კოლპოსკოპია  1928 წელს დააფუძნა, საქართველოში კი კოლპოსკოპია ექიმმა ირაკლი ბერაძემ დააფუძნა 1995 წელს.   

რა არის კოლპოსკოპია?

კოლპოსკოპია ტარდება სპეციალური აპარატით კოლპოსკოპით, რომელიც წარმოადგენს ბინოკულარ მიკროსკოპს და ამ ოპტიკური ხელსაწყოს საშუალებით, შესაბამისი გადიდებისა და განათების პირობებში, ხდება სასქესო ორგანოების ქვემო სეგმენტის დეტალური  ანალიზი. სასქესო ორგანოების  ზემო სეგმენტის   საშვილოსნოს  და საკვერცხეების შეფასება ხდება ულტრასონოგრაფიით. შესაბამისად, ამ ორი კვლევით  – კოლპოსკოპიით და ექოსკოპიით სრულად ხდება სასქესო ორგანოების  ანატომიური დეფექტების და დაზიანებების აღმოჩენა.

დიაგნოსტიკის მეთოდები

კოლპოსკოპია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საშვილოსნოს ყელის კიბოს და კიბოსწინა დაავადებების დიაგნოსტიკაში, ვინაიდან საშვილოსნოს ყელის კიბო მსოფლიოში მე-2 ადგილზეა ძუძუს კიბოს შემდეგ, ამიტომ  მნიშვნელოვანია, რომ კოლპოსკოპიით ყელზე აღმოჩენილი დაზიანების ხარისხის განსაზღვრის მიზნით ჩატარდეს PAP- ტესტის ანალიზი, რომელიც უჯრედულ დონეზე იკვლევს დაზიანების ხარისხს. 

დაზიანების უფრო ღრმა შესწავლის მიზნით  თუ  PAP- ტესტით გვაქვს დიაგნოზი CIN-II ან CIN III , ტარდება კოლპოსკოპიით აღმოჩენილი დაზიანების დამიზნებით ბიოპსია ქსოვილის მორფოლოგიური კვლევისთვის. სწორედ კოლპოსკოპიის დროს დაზიანებული უბნებიდან დამიზნებით PAP – ტესტისთვის უჯრედული მასალის აღება ითვლება ყველაზე ინფორმაციულად და ცდომილობის ალბათობა  ,,False’’ _ ნეგატიური  და ,,False” _ პოზიტიური  მონაცემების სახით მინიმუმამდე დაყვანილი. კოლპოსკოპია და PAP ტესტი ავსებს ერთმანეთს. Cin – I და დისპლაზია კოლპოსკოპიური დიაგნოზი არ არის. ამ დიაგნოზის დასმა ციტომორფოლოგიის პრეროგატივაა PAP _ ტესტით ან ბიოპსიური მასალის მორფოლოგიური კვლევით.                                                  

პაპილომა ვირუსის მართვის გზები   

მედიცინის უპირველესი დებულებაა:- პაციენტს არ ავნო დიდი რაოდენობით არასაჭირო მედიკამენტების დანიშვნით და არც ოპერაციული ჩარევა მკურნალობის პირველადი სტრატეგია არ უნდა იყოს. მტკიცებითი მედიცინის ფარგლებში, კლინიკა-ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე ინიშნება  ადექვატური მკურნალობა და ინდივიდუალურად ინიშნება შემდგომი კვლევების ალგორითმი 4-6 თვეში – 1 ჯერ, წელიწადში  1 ჯერ, 2-3 წელიწადში  1 ჯერ.

საშვილოსნოს ყელის კიბოს ჩამოყალიბებაში ადამიანის პაპილომა ვირუსის მაღალონკოგენური ტიპები მონაწილეობენ : HPV – 16, 18, 45, 31, 33,  35, 52, 58, 51, 59, 39, 56, 66 და 68. ადამიანის პაპილომავირუსის მაღალი სეროტიპები აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებისთვის. აუცილებელია შესაბამისი დაზიანება იყოს საშვილოსნოს ყელზე, რომელსაც ვირუსი გარდაქმნის და იწვევს ატიპიურ ტრანსფორმაციას ორმაგი მეტაპლაზიის მექანაზმით. 

თვითონ პაპილომავირუსი კიბო არ არის, ის უხეშად ერევა ფიზიოლოგიური რეგენერაციის პროცესში, ამიტომ კოლპოსკოპიით დაზიანების ნახვის შემთხვევაში PAP- ტესტით და მორფოლოგიით CIN-II ან CIN III ის დროს მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით ტარდება HPV გენოტიპირება მაღალი ონკოგენობის პაპილომავირუსის დეტექციის მიზნით.   

ჩვენს კლინიკაში HPV – გენოტიპირების ანალიზი ტარდება მაღალტექნოლოგიურ  GeneXpertის დახურული სისტემის აპარატზე.    

hpv
კრიოდესტრუქცია

მკურნალობის გზები:

არაონკოლოგიური დაზიანების, ანუ კეთილთვისებიანი დაზიანების შემთხვევაში, რომელიც სამომავლოდ შესაძლოა გახდეს ონკოლოგიური ტრანსფორმაციის მიზეზი, ჩვენს კლინიკაში ტარდება დაზიანებული ქსოვილის კრიოდესტრუქცია. კრიოდესტრუქცია ანუ მოყინვა წარმოადგენს თანამედროვე, მაღალეფექტურ, უმტკივნეულო, ამბულატორიულად მარტივად  შესრულებად მანიპულაციას, რომელსაც არც განსაკუთრებული წინასწარი მომზადება და რეაბილიტაცია არ სჭირდება.

 კრიდესრუქციის შემდეგ დაორსულების პროცენტული მაჩვენებელი მატულობს და ფიზიოლოგიური მშობიარობისას, ელასტიურობის კოეფიციენტის გაზდის გამო, საშვილოსნოს ყელი უკეთესად იხსნება. კრიოდესტრუქციის შემდეგ პაციენტს აღარ აწუხებს გამონადენი სასქესო გზებიდან და ლორწოს ჰიპერსეკრეცია, რაც საშვილოსნოს ყელის დაზიანებით იყო  განპირობებული  (,,ექტომია:, ,,ექტროპინი“, „ეროზია”,,წყლული“) ასევე, დისპარეუნია – ტკივილი სქესობრივი აქტისას არსებული დაზიანების მიზეზითაა გამოწვეული, რაც კრიოდესტრუქციის ჩატარების შემდეგ აღარ აწუხებს პაციენტს.                   

საშვილოსნოს ყელის დაავადებების რისკ ფაქტორებია:

ნერვიულობა, სტრესი, გადაციება, გადახურება, რომლებიც პირველ რიგში  მოქმედებს საკვერცხეების  ჰორმონებზე, რომელიც გამომუშავების ცირხორალური რითმის დარღვევის შედეგად ჩნდება სხვადასხვა ჰორმონდამოკიდებული დაავადებები, ასევე, ტრავმის შედეგად -აბორტები, მშობიარობისას ყელის გახსნის პრობლემის  შემთხვევაში, ჩანახევები, საშვილოსნოს ყელის და საშოს სხვადასხვა  ტიპის დაზიანებები, რაც კარგად ჩანს კოლპოსკოპიური კვლევის დროს და შესაბამისი კონტროლის პირობებშიდროული და ადექვატური მკურნალობით, შესაძლებელია პაციენტი დავიცვათ სხვადასხვა გართულებისა და კიბოს ჩამოყალიბებისგან . 

 დავით აბულაძის ქართულ -იტალიური კლინიკის მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ონკო-გინეკოლოგი ირაკლი ბერაძე